Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | გუკას და ლელას „სიყვარულები“ ორი წლის წინ დაიწყო - ვ.რჩეულიშვილი
Saintereso.com
25 July 2016, 16:10
ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ვახტანგ რჩეულიშვილი ოჯახის წევრების, მაიასა და გუკას დაკავებაზე საუბრობს. ასევე საუბარი შეეხო მისი ოჯახის ახალ წევრს, ლელა კილაძეს, რომელიც გუკასგან შვილს ელოდება. მართალია წყვილის ურთიერთობის ამბავი დიდი ხანი იმალებოდა და ინფორმაციის გაჟონვისთანავე ყველამ უარყო, თუმცა როგორც ვახტანგ რჩეულიშვილი ამბობს გუკას და ლელას „სიყვარულები“ ორი წლის წინ დაიწყო. - როგორი იყო თქვენი რეაქცია მეუღლის დაპატიმრებაზე და პირველი ღამე მაიას გარეშე? - მოკვდა მაია ჩემთვის, აი ეს იყო. მე ის ღამე გავატარე ყველაზე მძიმედ. ეს იყო ჩემი ცხოვრების დასასრული, მაგრამ ავიყვანე თავი ხელში, ტრაგედიის განცდა მქონდა, როგორი, იცი? რომ რისთვის მიცხოვრია, მაგრამ მერე, დებილი ხომ არ ვარ, მართლა ხომ არ მოკვდა, ციხეშია... მივხვდი იმას, რომ საერთოდ რა ცუდი ბედი გველის ყველა ხანშიშესულ ცოლ-ქმარს, ვისაც ერთმანეთი გვიყვარს. ახლა მე მიმაჩნია ჩემი თავი ყველაზე უბედურად, არც მაია და არც გუკა... ყოველდღე ვტირი. სახლში ვზივარ, მთელი სურათები ინტერნეტშია შეყრილი. სურათებს დავცქერი და ვბღავი. მარტო შემოდიხარ სახლში, როგორია? მაია დაჭერილია, გუკა დაჭერილია... - წარმოიდგენდით, რომ გიგი უგულავას ცოლი - ლელა კილაძე თქვენი რძალი გახდებოდა? - ვერასდროს წარმოვიდგენდი მაგას, მაგრამ ბოლო ორი წელია, ვიცი, ლელას და გუკას რომ სიყვარულები აქვთ. ლელა ჩემი ძმაკაცის, შალვა კილაძის შვილია. ეს იცი, რა დროის ძმაკაცია? აი, პირველი ჩხუბები პლეხანოვზე და ამბები რომ იყო. ამიტომ, ლელა ჩვენთვის, ჩემი ძმაკაცებისთვისაც ძალიან ახლობელია. გუკას რომ შეუყვარდა, მე ვერ შევეწინააღმდეგე, ცხადია. გუკას და ნუცას აქვთ სულ სხვადასხვა ხასიათი. ერთხელ, გუკა რომ გაშორდა ნუცას, თავი მოვიკალით მე და მაიამ და მოვიყვანეთ. ნუცა შინაგანად ძალიან დადებითი ადამიანია, მაგრამ აქვს თავისი მოთხოვნები, პრინციპები. ამერიკაში გაზრდილია, ბოლოს და ბოლოს, არ გამოუვიდათ და რა ვქნათ?! ახლა ვეფერებით ლელას, იმიტომ რომ, ორსულია, თან ჩემი ძმაკაცის შვილია, ამიტომაც აღარ ვახსენებ გვარს, უგულავას. გიგი მართლა მტერი კი არ არის ჩვენი. ის იყო ერთი ჩვეულებრივი ჩინოვნიკი, რომელმაც თავის არჩევნებში გამარჯვება არჩია ჩვენს კეთილდღეობას. ვთქვათ და კატოს შეუყვარდა ივანიშვილის შვილი ან ვინმე, მე რა, ხელს შევუშლი? როგორ გავუფუჭებ ბავშვს ცხოვრებას. კატოზე ვაბოდებ. რა, გუკას შვილი რომ გაჩნდება ახლა, ის არ მეყვარება? როგორ გეკადრებათ, გამოვა და მოაწერენ ხელს ან ჯვარს დაიწერენ, ალბათ.           წყარო: თბილისელები
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი